რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი?
რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი? - ალბათ ამ კითხვაზე პასუხების უმეტესობა საცხოვრებელს დაუკავშირდება. სახლი ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ფიზიკური სივრცეა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების მრავალ ასპექტს განსაზღვრავს. ამიტომ, როგორც წესი, მანამ სანამ საცხოვრებლის შეძენას საბოლოოდ გადავწყვეტთ, განვიხილავთ მრავალ ვარიანტს, ვადგენთ უამრავ კრიტერიუმს, ბევრს ვზომავთ, რომ ერთხელ სწორად გავჭრათ და ვეძებთ საუკეთესოს.
იპოთეკური სესხი, ხშირ შემთხვევაში, საჭირო მექანიზმია უძრავი ქონების შეძენის შესახებ ჩვენი სურვილების განსახორციელებლად. და რადგან ეს ამბავი როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური თვალსაზრისით დიდ გადაწყვეტილებას უკავშირდება, მნიშვნელოვანია გათვიცნობიერებული ვიყოთ მექანიზმის მუშაობის პრინციპშიც.
მარტივად რომ ვთქვათ, იპოთეკა, ეს არის სესხი, რომელიც დაცულია უძრავი ქონებით. ბანკის პერსპექტივიდან უძრავი ქონება წარმოადგენს აღაბული სესხის გასტუმრების გარანტიას, მომხმარებლის პერსპექტივიდან კი საცხოვრებელს, რომლის საფასურს არა ერთბაშად, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში იხდის. ლარში სესხის მაქსიმალური ვადა შეიძლება განისაზღვროს 20 წლით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 15 წელით.
პროცესი ბევრი ნიუანსისგან შედგება, თუმცა პირველ ეტაპზე ვისაუბროთ რამდენიმე მთავარი კომპონენტის შესახებ, რომელზეც დაფუძნებულია მთელი მექანიზმი:
- პირველადი შენატანი
- ძირი
- პროცენტი
განვიხილოთ თითოული მათგანი:
წინასწარი შენატანი არის ბინის შესაძენად გადასახდელი თანხის ნაწილი, რომელსაც მომხმარებელი აფიქსირებს თავის საბანკო ანგარიშზე იმისთვის, რომ დარჩენილი თანხა სესხის სახით მიიღოს.
თუ სესხის უზრუნველყოფა არის მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება, პირველადი მინ. შენატანი მერყეობს 15%-დან -30%-მდე. 15% ლარის სესხების შემთხვეაში, ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში - 25%-დან.
პირველადი შენატანი არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს შეუძლია დამატებით სხვა უძრავი ქონების უზრუნველყოფად წარმოდგენა.
ვთქვათ შერჩეული ბინის საბაზრო ღირებულებაა 100,000 ლარი. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სესხის სახით 85 000 ლარის აღება, ხოლო დარჩენილი 15 000 ლარი წარმოადგენს შენატანს, რომელსაც მომხმარებელი ფლობს სესხის აღებამდე.
ხსენებული 85 000 ლარი, ანუ თანხა რომელსაც ბანკი სესხულობს თავის მომხმარებელს, წარმოადგენს სესხის ძირს. მისი მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება მსესხებლის შემოსავლიდან, სესხისთვის განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადიდან და სასურველი ვადიდან გამომდინარე.
პროცენტი კი ბანკისთვის საპირწონე და გასამრჯელოა იმისა, რომ გარკვეული რაოდენობის თანხა წლების განმავლობაში გაცემული აქვს. იმის მიხედვით თუ რა პროგნოზები არსებობს, კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთის ყველაზე ოპტიმალური ტიპი.
არსებობს 3 ძირითადი ტიპის საპროცენტო განაკვეთი: ფიქსირებული, კომბინირებული და ცვლადი. ფიქსირებული განაკვეთის შემთხვევაში, პროცენტი უცვლელია სესხის დაფარვის სრული პერიოდის განმავლობაში და მისი დაფიქსირება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ხდება.
კომბინირებული საპროცენტო განაკვეთი სესხის გაცემიდან გარკვეული პერიოდით არის ფიქსირებული, ხოლო შემდეგ ცვლად განაკვეთიანი. ცვლადი პროცენტის შემთხვევაში კი, იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.
რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებ იპოთეკური სესხის შესახებ, მით უფრო სწორად განსაზღვრავ, თუ რა პირობებია შენთვის საუკეთესო, როგორ უნდა გადაანაწილო შენი ფინანსები და რა მოლოდინები უნდა გქონდეს. ცოდნისა და ანალიზის საფუძველზე დაფუძნებული ნაბიჯები, ყოველთვის უფრო მყარი და საიმედოა. ასეთ დროს ყველაზე მეტად საკუთარ თავს ენდობი და გირჩევნია თავად განახორციელო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იმისთვის რომ პროცესი მაქსიმალურად ნათელი და გასაგები იყოს.
თუ შენთვის მნიშვნელოვანია, თვალს ადევნებდე და ხედავდე ყველა ეტაპს, რომელიც შენს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სახლის ყიდვას ემსახურება, მაშინ Tbcmortgage.ge შენთვის გამოსადეგი პლატფორმა უნდა იყოს.
აქ ყველაზე მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და პროცედურების გარეშე შეძლებ განახორციელო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბანკო პროცედურა ახლა უკვე სახელმწიფო სუფსიდირების ფარგლებში.
აქ შენ უკვე გაქვს შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად ონლაინ შეავსო და დაიმტკიცო იპოთეკური სესხი.
გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი:
რეკომენდებული
როგორ გადავანაწილოთ მცენარეები ოთახებში?
შენს სახლში ყველა ოთახი იმსახურებს ბუნებრივ სიმწვანეს, საძინებელი ოთახიდან დაწყებული, აბაზანით
რჩევები ბავშვის ოთახის დაგეგმვისთვის
რომელი ოთახი იცვლის ყველაზე ხშირად დანიშნულებას ჩვენს სახლებში?
როგორ გამოვიყენოთ ფერები სწორად ინტერიერის დიზაინში?
მნიშვნელოვანია იცოდე თუ როგორ ზემოქმედებენ ფერები შენს ფიქრებსა და გრძნობებზე
2024 ყველა უფლება დაცულია
ქუქების პარამეტრები
კონფიდენციალურობა