მთავარი ბლოგი როგორ გადავანაწილოთ მცენარეები ოთახებში?

როგორ გადავანაწილოთ მცენარეები ოთახებში?

cover image

შენს სახლში ყველა ოთახი იმსახურებს ბუნებრივ სიმწვანეს, საძინებელი ოთახიდან დაწყებული, აბაზანით დამთავრებული. მცენარეების არსებობა ყველა სივრცეს განსაკუთრებულ სიცოცხლეს, სიჯანსაღეს ჰმატებს, ავსებს სახლს სუფთა ჰაერით და ინარჩუნებს ჩვენს კავშირს ბუნებრივ სამყაროსთან.

თუმცა, კარგი თანაცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ თითოული მათგანის ადგილი იმის მიხედვით, თუ რა პირობებში ხარობენ ყველაზე კარგად. ამიტომ გიზიარებთ ინფორმაციას მცენარეების თვისებების და სახლში მათი გადანაწილების შესახებ. მანამდე კი ერთი უნივერსალური რჩევა - კარგად გაიცანი ყოველი ახალი მწვანე მეგობარი, მოიძიე მათი თავისებურებები და მოეპყარი როგორც ადამიანებს. ისინი ყოველთვის თავად გიკარნახებენ სად გრძნობენ თავს კარგად და სად პირიქით

საძინებელი ოთახი

საძინებელი ოთახი

საძინებელი არის სივრცე, სადაც თითქმის მთელ ღამეს ატარებ და ისვენებ იმისთვის, რომ მომდევნო დღე ენერგიულად დაიწყო. მცენარეებს ამ ოთახში განსაკუთრებული ფუნქცია აქვთ - მათ არა მხოლოთ სივრცის გალამაზება, არამედ ღამის ჟანგბადის გამომუშავება აკისრიათ, რომ დაგეხმარონ მშვიდ და ღრმა ძილში.

სანსევიერია

სანსევიეარიები გამორჩეულია მათი ხისტი ხმლისმაგვარი ვერტიკალურად მიმართული ფოთლებით. არაპირდაპირი შუქი მისთვის საუკეთესოა. მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როდესაც ნიადაგი თითქმნის მშრალი გახდება. სათანადო პირობებში სანსევიერიას შეუძლია ათწლეულების განმავლობაში იცხოვროს.


სანსევიერია

სპატიფილუმი (მშვიდი ლილია)

ეს განსაკუთრებულად ლამაზი მცენარე წელიწადში 2-3-ჯერ ყვავილობს. სპატიფილუმი ტოლერანტულია დაბალი განათების მიმართ, თუმცა მის ყვავილობას შუქი უწყობს ხელს. მრავლდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

სპატიფილუმი (მშვიდი ლილია)

არეკა პალმა

პალმის ამ სახეობის ტოტებს შეუძლიათ 2 მეტრის სიმაღლესაც მიაღწიონ. ბუნებრივ პირობებში ეს ჯიში ძალიან ტენიან ტყეებში ხარობს, შესაბამისად ხშირი დატენიანება სჭირდება. უყვარს არაპირდაპირი სინათლე და სითბო.


არეკა პალმა

სამზარეულო

სამზარეულო

სამზარეულოს განსაკუთრებით უხდება პატარა მცენარეები, რომლებსაც ეგუებიან სხვადასხვა გარემოს და გამძლეობით გამოირჩევიან. აქვე შეიძლება გაამრავლო ისეთი მცენარეები, რომლებიც სადილის მომზადებისას დაგვჭირდება.

ქლოროფიტუმი

ქლოროფიტუმი, რომელიც სხვადასხვა პირობებში ხარობს არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მოათავსე სამზარეულოს ნებისმიერ ადგილას. გრძელ ღეროებიან თაღოვან მცენარეს ძალიან უხდება დაკიდებული ქოთანი მისი ფორმიდან გამომდინარე. უფრო აქტიურად დაატენიანეთ გაზაფხულსა და ზაფხულში.


ქლოროფიტუმი

ბაზილიკი

ბაზილიკი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მცენარეა, რომელიც შეგიძლია შენს სამზარეულოსთან დაამეგობროთ. უბრალოდ იცოდე, რომ მას უყვარს ბევრი სინათლე და ტენიანი ნიადაგი. თუ თქვენი სამზარეულოს ფანჯარას დიდხანს ადგება მზე, მაშინ ეს მცენარე შენთვისაა.


ბაზილიკი

ალოე

„უკვდავების მცენარედ აღიარებული ალოე ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მცენარეა, რომელიც სავსეა ვიტამინებით და მინერალებით. თუ სამზარეულოში საქმიანობისას ხელი დაგეწვებათ უბრალოდ მოაწყვიტეთ ალოს ქვედა ფოთოლს წვერი და მოისვით მისი გელი დამწვრობაზე - გამაგრილებელ ეფექტს მაშინვე იგრძნობ. ალოეს ფოთლები შესანიშნავია თქვენი სახის კანისთვისაც.

ალოე

მისაღები ოთახი

მისაღები ოთახითუ გსურს შენი მისაღები ოთახი კიდევ უფრო მყუდრო და მეგობრული გახადო, მაშინ შეავსე მცენარეებით. ოთახს, სადაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, ყველაზე მეტი მცენარეც უხდება - ხანდახან ჯუნგლების იმიტაციაც კი.

მონსტერა

დიდფოთლოვანი ძლიერი მცენარე ამერიკის ტროპულუკი ტყეებიდან ხშირად შეგვხდება მაღალჭერიან სივრცეებში სადაც მისი სიმაღლე ჭერს აღწევს ხოლმე. სწორედ სწორედ მისი ზომის გამო ეწოდა „მონსტერა“. მცენარე იტანს როგორც ნათელ ისე შედარებით ჩრდილიან ადგილს. ხშირად გაუწმინდეთ დამტვერილი ფოთლები და შეასხურეთ წყალი. ასე ის უფრო ეფექტურიც იქნება და ჯანმრთელიც. ისევე როგორც ფიკუსს, მონსტერასაც სჭირდება დიდი სივრცე განვითარებისთვის.

მონსტერა

ბენჟამინ ფიკუსი

ფიკუსს ბევრი სახეობა აქვს, ბენჟამინ ფიკუსი კი გამორჩეული ხის მაგვარი მცენარეა. მისი რამდენიმე კულტივირებული სახეობა არსებობს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ როგორც ერთი ფერის, ასევე ჭრელი ფოთლები. ბენჟამინს არ უყვარს ხშირი გადაადგილება და იზრდება საკმაოდ მაღალი. ასე რომ, დადგით ფართე, გაშლილ ადგილზე.


ბენჟამინ ფიკუსი

დრაცენა

თანამედროვე მინიმალისტურ ინტერიერს განსაკუთრებულად უხდება გამოკვეთილი „არქიტექტურის“ მქონე მცენარეები. ერთ ერთი ასეთია დრაცენა, მისი მყარი ღეროთი და წვრილი გრძელი ფოთლებით. მოსწონს ზომიერი შუქი და ოდნავ ტენიანი ნიადაგი.


დრაცენა