მთავარი ბლოგი რატომ უნდა ავიღოთ იპოთეკური სესხი ონლაინ?

რატომ უნდა ავიღოთ იპოთეკური სესხი ონლაინ?

cover image

ბოლო კვლევების მიხედვით მსოფლიოში 4 მილიარდზე მეტი ადამიანი ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, რაც ნიშნავს შემდეგს: მანამ, სანამ თანამედროვე მომხმარებელი პროდუქტის ან სერვისის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებს, ის პირველ რიგში ონლაინ ატარებს პატარა კვლევას და იღებს საჭირო ინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში კი პირდაპირ ონლაინ გადის პროდუქტის/სერვისის შესყიდვის პროცესსაც. ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარულია ონლაინ შოპინგი, თუმცა მის პარალელურად ხშირად გვავიწყდება, რომ მომსახურებების უმეტესობის მიღებაც ასევე ონლიან შეგვიძლია. 

ეს ალბათ ინსტიტუციურ სისტემებთან ჩვენი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქცევის წესების გამო ხდება. ხშირად გვგონია, რომ კონკრეტული ფინანსური მომსახურების მისაღებად საჭიროა ფიზიკურად მივიდეთ კონსულტანტთან, კრედიტ ოფიცერთან, ბანკირთან... და ასე ხდება ბევრ სხვა სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან დაკავშირებითაც. არადა, თითქმის ყველა საბანკო მომსახურების მიღება შეიძლება სახლიდან გაუსვლელად, მათ შორის იპოთეკური სესხის აღებაც, რომელიც აქამდე საკმაოდ გაჭიანურებულ პროცესთან იყო დაკავშირებული. 

წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი: გადაწყვიტეთ, რომ ახალი ბინა შეიძინოთ და ამისთვის ბანკის დახმარება გჭირდებათ. რთული და დამღლელი სამუშაო დღის განმავლობაში გიწევთ დროის მოძებნა, სამსახურიდან გამოსვლა, ბანკში მისვლა და იპოთეკური სესხის შესახებ ინფორმაციის მიღება. ვინ იცის რამდენჯერ გახდება საჭირო ფილიალში მისვლა მანამ, სანამ სესხის შესახებ დეტალების გარკევიდან მის დადასტურებამდე მივა საქმე. 

ან ასეთი სიტუაცია: იმისთვის, რომ გაარკვიოთ რა შეიძლება იყოს თქვენი სესხის მაქსიმალური ოდენობა, საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი, ვალუტა ან ვადა, უამრავ მეგობართან გიწევთ დარეკვა, ინფორმაციის მიღება და აზრის კითხვა. საბოლოოდ კი ყველა შემთხვევა ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებიულია და ეს განსხვავებები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

თუმცა არსებობს მარტივი გამოსავალი, რომელიც ერთი მხრივ შენზე მორგებულ ინფორმაციას მოგცემს, მეორე მხრივ კი თავიდან აგარიდებს უსარგებლო ბიუროკრატიას.

იპოთეკური სესხის ონლაინ პლატფორმის გამოყენების 3 მთავარი უპირატესობა:

  • ხშირად, როცა გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვან პროცედურულ ნაწილს გავდივართ, თითქოს არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების და ლავირების საშუალება. იპოთეკური სესხის ონლაინ სერვისის გამოყენებისას კი შენ შეგიძლია გადაათამაშო მონაცემები და ამ მონაცემებზე მორგებული ინფორმაცია მიიღო. მაგალითად, თუ ხელფასის ზრდას ელოდები და გაინტერესებს რამდენად შეიძლება გაიზარდოს შენი სესხი, თუ გსურს დაინახო განსხვავებები ვალუტებში ან თუ აპირებ შეადარო რამდენად იცვლება ყოველთვიური შენატანი სესხის ვადის მიხედვით... ასეთი კონფიგურაციები ბევრია და შენ სესხის კალკულატორის საშუალებით შეგიძლია ექსპერიმენტული „თამაში“ იმისთვის რომ თავად მიხვიდე საუკეთესო ვარიანტამდე.

 

  • დღითითღე უფრო და უფრო ცხადი ხდება თუ რამდენად მნიშვნელოვანი რესურსია დრო. ანდაზა „დრო ფულია“ კი უფრო და უფრო ხშირად დასტურდება, შესაბამისად მისი სწორი გადანაწილება და საჭირო სიტუაციებში დაზოგვა პირადი მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია. რატომ უნდა დაკარგო დრო და ფული მგზავრობაში, ლოდინში, ბიუროკრატიაში მაშინ როცა იდენტური მომსახურების მიღება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია? იგივე დრო კი შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყენო.

 

  • კონტროლი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ყოველთვის გვინდა ჩვენს ხელში იყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. იმ დროს, როცა პროცესები გამჭვირვალეა უფრო თავდაჯერებულად ვდგამთ შემდეგ ნაბიჯებს. არადა, ხშირად ბრმად ვენდობით ხოლმე სხვას და თუნდაც დარწმუნებული ვიყოთ მის სისწორეში, მაინც გვაქვს უპასუხო კითხვები, რადგან ბოლომდე გარკვეული არ ვართ საკითხში, არ ვიცნობთ მის დეტალებს და არ ვფლობთ სრულყოფილ ინფორმაციას. იპოთეკური სესხის ონლაინ პლატფორმა კი საშუალებას მოგცემს თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად გაიარო პროცესი, აირიდო მოულოდნელობები, დაინახო მექანიზმის მუშაობის პრინციპი და მიიღო ზუსტი ინფორმაცია შენი გადაწყვეტილების შესახებ.

P.S

საიტზე სესხის გარდა, სახლის შეძენის შესახებ 
ბევრ სხვა საჭირო შეთავაზებას და 
რეკომენდაციას მიიღებ.

გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი: