მთავარი ბლოგი კერძო სახლი თუ ბინა კორპუსში?

კერძო სახლი თუ ბინა კორპუსში?

cover image

კერძო სახლი თუ ბინა კორპუსში?

როცა სახლის ყიდვაზე მიდგება საქმე და არჩევანიც დიდია, თითქმის ყოველთვის ჩნდება „ხშირად დასმული კითხვა“ – კერძო სახლი თუ ბინა? - რა თქმა უნდა, ობიექტური პასუხი არ არსებობს და გადაწყვეტილება არაერთ ინდივიდუალურ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ორივე მხარეს აქვს თავისი ობიქტური უპირატესობები.

პატარა ფართობი და ბევრი ადამიანი - ასეთ მოცემულობაში კორპუსების მშენებლობა საუკეთესო გამოსავალია. მოსახლეობის მკვეთრი ზრდის ფონზე ქალაქების ცენტრში ყოველდღიურად ჩნება ახალი მრავალსართულიანი შენობები. ამასობაში კი კერძო სახლი ჩქარი და ქაოსური ყოველდღიურობისგან მშვიდ თავშესაფრად იქცა. თუ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქების გენგეგმის ტრანსფორმაციას დავაკვირთებით, შევამჩნევთ ურბანული სივრცისგან მოშორებით კერძო სახლების მკვეთრი გამრავლების ტენდენციას. ფაქტია ამ არჩევანის უპირატესობებიც მზარდია.

 

კერძო სახლი 1 : 0  კორპუსი

საკუთარი ეზო

საკუთარი სივრცე კედლებს მიღმა ურბანულ საზოგადოებაში ფუფუნების საგანი გახდა. არადა, ეზო ბუნებრივ გარემოსთან ყოველდღიური კავშირის საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით  ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გარდა იმისა რომ ეზოს საშუალებით ბევრად უფრო კომფორტული და მრავალფეროვანი ხდება ცხოვრება, მის მოვლასაც თერაპიული ძალა აქვს. მიწასთან კავშირი და ხეებზე, მცენარეებზე, ყვავილებზე ზრუნვა ხშირად ემოციური სტაბილურობის გარანტიც შეიძლება გახდეს.

მეზობლების ხმაურისგან შორს

იზოლირებულობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, თუ რატომ შეიძლება არჩევანი კერძო სახლზე გააკეთო. აქ შენობის ყველა სართული შენია, კორპუსში ცხოვრებისას კი შეიძლება შენდაა უნებურად მეზობლების ცხოვრება შენი ცხოვრების ნაწილი გახდეს. 

სუფთა ჰაერი

უკვე ვახსენეთ, რომ კერძო სახლების უმეტესობა ქალაქის ცენტრისგან მოშორებით შენდება. ასეთი ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა  შედარებით სუფთა, ნაკლები CO2-ის შემცველი ჰაერია. ბოლო მონაცემებით  თბილისის მასშტაბით ჰაერში ტყვიის კონცენრაცია მნიშვნელოვნად დაბალია ქალაქიდან თუნდაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. 

მეტი სივრცე შინაური ცხოველებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მეტ-ნაკლებად ადაპტირებულები ვართ დახურულ სივრცეებთან, შინაური ცხოვრელებისთვის ღია სივრცე ფაქტობრივად აუცილებელი საარსებო პირობაა. ისინი ბევრად უფრო ლაღად და თავისუფლად გრძნობენ თავს, როცა მეტი ადგილი აქვთ საცხოვრებლად.

შენზე მორგებული პროექტი

თუ სიამოვნებას იღებ სახლის დაპროექტების და მოწყობისგან, მაშინ კერძო სახლი ნამდვილად შენთვისაა. აქ შეგიძლია თითქმის ყველაფერი შენი გემოვნებით განსაზღვრო. უბრალოდ, ისიც უნდა გახსოვდეს რომ ბევრი შრომის და ენერგიის გაღება მოგიწევს.  

 

კორპუსი 1 : 0 კერძო სახლი

ნაკლები ხარჯი

სისტემატიური ხარჯების და დიდი კომუნალურების თავიდან ასარიდებლად ბინაში ცხოვრება უკეთესი გამოსავალია. მაშინ როცა კერძო სახლის მოვლას ბევრი ძალისხმევა და რესურსი ჭირდება, კორპუსში მაცხოვრებლისთვის ხარჯი შედარებით ნაკლებია.

მოქნილობა

თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გიწევს სახლში მისვლა, მაშინ ჯობია საცხოვრებელი ქალაქის ცენტრში ან ახლომახლოს ეძებო, სადაც ბინების ბევრად დიდი არჩევანია. ასეთ შემთხვევაში შენი დღის რეჟიმი ბევრად უფრო მოქნილია. მითუმეტეს თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ და საკუთარი მანქანა არ გყავს საქმე ბევრად გაგიმარტივდება, თუ არჩევანს ხელსაყრელი ადგილის სასარგებლოდ გააკეთებ.

საერთო სიკეთეები

ერთი კორპუსის მაცხოვრებლები ხშირ შემთხვევაში ინაწილებენ პასუხისმგებლობებს. საერთო სივრცეების კეთილმოწყობა, დაცვა, დასუფთავება... როგორც წესი, ყველაფერი საერთოა და ყველა ერთად ზრუნავს საერთო კეთილდღეობაზე. შესაბამისად თითოულ მაცხოვრებელზე ვალდებულებებიც ნაკლებია, ვიდრე კერძო სახლში ცხოვრებისას.

ნაკლები წინასწარი სამუშაოები

როცა არჩევანს კერძო სახლზე ვაკეთებთ, უმეტესწილად პროცესს  საფუძვლიანად ვუდგებით და გვინდა ნულიდან შევქმნათ ჩვენი ოცნების სახლი. ხანდახან მის ასაშენებლად ისეთ ადგილს ვირჩევთ, რომელიც ადაპტირებული არ არის საცხოვრებლად, შესაბამისად გვიწევს ისეთი სამუშაოების გაწევა როგორიცაა ტერიტორიის მომზადება, კომუნიკაციების გაყვანა, რაც თავის მხრივ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კორპუსში ბინის ყიდვისას საქმე ბევრად მარტივადაა და გარკვეულ ეტაპამდე არ მოითხოვს მყოდველის ჩართულობას. თუ ვარაუდობ, რომ საკმარის დროს ვერ გამოყოფ ან ფინანსების დაზოგვა მოგიწევს საკუთარი სახლის მშენებლობისას, მაშინ ჯობია მარტივი გზა აირჩიო და საცხოვრებლის ძებნა კორპუსში დაიწყო.

ფაქტია, ცალსახა პასუხი არ არსებობს კერძო სახლის ან კორპუსის უპირატესობის შესახებ, თუმცა არსებობს გზა, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგიყვანს: პროცესის დაგეგმვა მაქსიმალური სიზუსტით. საცხოვრებლის შეძენა  რთულ პროექტს ჰგავს, რომელიც სწორი მენეჯმენტის გარეშე კარგ შედეგს ვერ მოიტანს. პროექტის პირველი ეტაპი კი მიზნების და ამოცანების ზუსტად განსაზღვრაა. სწორედ ამ ფაზიდანაა კითხვა „კერძო სახლი თუ კორპუსი?“, რომლის მკაფიო პასუხი მომდევნო ეტაპებს ბევრად უფრო გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის.

გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი: