რატომ უნდა იყიდო ბინა საქართველოში?
ბინის ყიდვა ხომ ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულო ამბავია, და კიდევ უფრი სასიამოვნოა, როცა სახლს შორეული ქვეყნიდან შენს საკუთარ სამშობლოში ყიდულობ. ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც დღეს საქართველოში არ ცხოვრობს, სწორედ უძრავი ქონების შეძენაა. ეს სარგებლიანი გადაწყვეტილებაა ერთი მხრივ საკუთარი კომფორტული მომავლისთვის, მეორე მხრივ კი ფინანსური ეფექტურობის თვალსაზრისით.
უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში მზარდია - უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს შეიძინოს საცხოვრებელი სხვადასხვა დანიშნულებით. ბევრისთვის სახლის გაქირავება შემოსავლის სტაბილური წყაროა, რომელსაც საკმაოდ სოლიდური ფარდობითი წილი აქვს ყოველთვიურ ბიუჯეტში. ბევრი ცდილობს ახლა შეიძინოს სახლი ისეთ უბნებსა და გეოგრაფიულ არეალებში, რომლებიც საკმაოდ მზარდია და შესაბამისად ფასები მომდევნო წლებში მოიმატებს. ასეთ შემთხვევაში ერთი და იმავე სახლის ყიდვა-გაყიდვა შემოსავლის წყარო ხდება. ზოგიც უბრალოდ საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად დგამს ამ ნაბიჯს.
ასეა თუ ისე, ფაქტია, ბაზარი ცოცხალი და აქტიურია. წლების სვლასთან ერთად ბევრი დეტალი და ნიუანსი იცვლება და სიტუაციაც სხვაგვარად ფორმირდება. შესაბამისად, თუ ყოველდღიურად თვალს ვერ ადევნებ უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, გაითვალისწინე რომ არსებობს საინტერესო და ყურადღებამისაქცები ახალ-ახალი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში სახლის შეძენისას უნდა გაითვალისწინო. გიზიარებთ რამდენიმე მათგანს:
● იმის მიხედვით თუ რა დანიშნულებით ყიდულობ სახლს, იცვლება მისი მდებარეობის პრეფერენციები. მაგალითად თუ გსურს სახლის გაქირავებით მიიღო შემოსავალი, შეგიძლია თბილისის გარდა სხვა ქალაქები და დაბები განიხილო ვარიანტებად. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ამ თვალსაზრისით ბათუმშია, სადაც მუდმივად ჩნდება ახალი საცხოვრებლები. ასევე მომგებიანი ბაზარია გუდაურში, ბაკურიანში და სხვადასხვა კურორტებზე რომლებიც ძალიან მოთხოვნადია სეზონურად.
● თუ სიმშვიდე გიყვარს და საკუთარი თავისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას გეგმავ, შენთვის შეიძლება იდეალური იყოს ქალაქის შემოგარენში ცხოვრება. თბილისი ამ თვალსაზრისით ძალიან მოსახერხებელი ქალაქია, რადგან მის შემოგარენში ბევრი მშვიდი დასახლებაა, რომლებიც ტერიტორიულად ძალიან ახლოსაა დედაქალაქთან, ფაქტობრივად მისი ნაწილია. წყნეთი, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, ოქროყანა, საგურამო... სახლების ქალაქგარეთ შენებლობის ტენდენცია მზარდია, შესაბამისად გამოცდილებაც საკმაო დაგროვდა, რომ არაფერი ვთქვათ გაუმჯობესებულ კომუნიკაციებზე. ასე რომ, როცა უძრავი ქონების შეძენას გადაწვეტ, მოძებნე მიწები და სახლები არა მხოლოდ თბილისის ცენტრში, არამედ მის შემოგარენში. ეს ბევრ დროს და ძალისხმევას არ წაგართმევს და შეიძლება საუკეთესო ვარიანტს სწორედ აქ გადაეყარო.
● რამდენი სირთულეც არ უნდა არსებობდეს სახლის შეძენის გარშემო, მთავარი ამბავი მაინც მატერიალური ნაწილია. თუმცა შენთვის საქმე ბევრად მარტივადაა თუ ამ ეტაპზე სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და შემოსავალი ევროში ან დოლარში გაქვს. საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ძირითადად დოლარში ოპერირებს და დიდი ალბათობაა, რომ ადვილად შესწვდე ფასებს, რომლებიც საკმაოდ მისაღებია თუ სხვა ქვეყნების ფასებს შევადარებთ.
● თუ რამდენიმე წელია საქართველოში არ ყოფილხარ, მაშინ იცოდე რომ დღეს ალბათ 5-10-ჯერ მეტი სამშენებლო კომპანია არსებობს და თითქმის ყველგან რაღაც შენდება. თუკი ახალაშენებული ან მშენებარე სახლის ყიდვას გადაწყვეტ გაითვალისწინე, რომ კარგად შეისწავლო სამშენებლო კომპანიის ისტორია, მასალები, მშენებლობების ვადები და ხარისხი. ბაზარზე არის რამდენიმე მსხვილი და ბევრი პატარ-პატარა კომპანია. გააკეთე მინი კვლევა ინტერნეტში და გაიკითხე ინფორმაცია მეგობრებში, ნაცნობებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეიძინეს საცხოვრებელი და უკვე გაიარეს იგივე პროცესი, რასაც ახლა შენ გადიხარ.
● დაიწყე მოლაპარაკებები ბანკთან სესხის საჭიროების შემთხვევაში. ბანკი კიდევ უფრო კარგად გაგარკვევს საქარველოში არსებულ ფინანსურ სიტუაციაში, დაგითვლის სესხის ლიმიტს, რომელიც შენთვის ბიუჯეტის ჩარჩო იქნება და ზუსტად გეცოდინება რა ფასთა კატეფორიაში უნდა შეუდგე სახლების ძებნას.
თუ საქართველოში ბინის შეძენას გეგმავ და იპოთეკური სესხის აღებას ფიქრობ, მოითხოვე ზარი თიბისის ონლაინ პლატფორმაზე და მიიღე სრული ინფორმაცია.
რეკომენდებული
როგორ გადავანაწილოთ მცენარეები ოთახებში?
შენს სახლში ყველა ოთახი იმსახურებს ბუნებრივ სიმწვანეს, საძინებელი ოთახიდან დაწყებული, აბაზანით
რჩევები ბავშვის ოთახის დაგეგმვისთვის
რომელი ოთახი იცვლის ყველაზე ხშირად დანიშნულებას ჩვენს სახლებში?
როგორ გამოვიყენოთ ფერები სწორად ინტერიერის დიზაინში?
მნიშვნელოვანია იცოდე თუ როგორ ზემოქმედებენ ფერები შენს ფიქრებსა და გრძნობებზე
2024 ყველა უფლება დაცულია
ქუქების პარამეტრები
კონფიდენციალურობა