მთავარი საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო სუბსიდირება

სახელმწიფო სუბსიდირება

cover image

1.   რა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?

კომერციული ბანკის მიერ ბინის/სახლის შეძენის ან სახლის აშენების მიზნით, გაცემულ იპოთეკურ სესხზე მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტის სახელმწიფოს მხრიდან ნაწილობრივი თანადაფინანსება.

 შენიშვნა: შესაძენი/ასაშენებელი ქონება შესაძლოა იყოს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. შესაძენად განიხილება, როგორც ახალაშენებული, ასევე მეორადი ბინები.


 2.   ვის ეხება სუბსიდირების პროგრამა?

 • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

 • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

 • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.


 3.   რა ვალუტაშია შესაძლებელი ამ პროგრამით სარგებლობა?

სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი.


 4.   რამდენია სუბსიდირებული სესხის მაქსიმალური მოცულობა?

სუბსიდირებული სესხის მაქსიმალური თანხის მოცულობა არის 200,000 ლარი.

შენიშვნა: თუ შესაძენი/ასაშენებელი ქონების ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, შესაძლოა დარჩენილი თანხა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მხრიდან პარალელური იპოთეკური სესხით.


 5.   რამდენჯერ შემიძლია ვისარგებლო ამ პროგრამით?

პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ერთჯერადად, დაშვებული ლიმიტის (200,000 ლარი) ფარგლებში.

თუ ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს პროგრამაში ჩართვის შემდეგ შეეძინებათ ან/და შვილად აიყვანენ მე-4 ან მეტ არასრულწლოვან შვილს/შვილებს, ასეთ შემთხევაში მათ შეუძლიათ ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და დამატებით გაეხსნებათ ახალი ერთჯერადი ლიმიტი 200 000 ლარის მოცულობით.


 6.   თანადაფინანსების პირობები

 • რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%, მაგრამ არაუმეტეს 6%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 1 ან 2 შვილი

 • რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი.

შენიშვნა: თუ კლიენტი არის მრავაშვილიანი და დაუმტკიცდა იპოთეკური სესხი ლარში - 13% ში, მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, სააგენტო კლიენტს დაუფინანსებს 8%-ს. კლიენტის გადასახადი კი იქნება 5% (13% - 8%).


 7.   რა ვადით ხდება სუბსიდირება?

სუბსიდირება ხდება სესხის გაცემიდან მაქსიმუმ 60 თვის პერიოდზე.

შენიშვნა: იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადაა 240 თვე.


 8.   რამდენია წინსწრებით დაფარვის საკომისიო?

სუბსიდირების პერიოდზე, საკუთარი სახსრებით დაფარვის შემთხვევაში, წინსწრების საკომისიო - 0%


 9.   რა დოკუმენტებია საჭირო?

სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

სამოქალაქო ქორწინებში მყოფმა პირებმა

 • სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;

 • ცნობა სესხის აღების მომენტისათვის განქორწინების ფაქტის რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე;

მარტოხელა მშობელმა (რომელიც არ ნიშნავს განქორწინებულს)

 • მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 ქვრივმა

 • სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;

 • მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;

შვილების შესახებ ინფორმაცია

 • ბავშვების დაბადების მოწმობა/ები;

 • შვილად აყვანის შემთხვევაში, დამატებით შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 • გერის შემთხვევაში, სტატუსის დადგენა ხდება დაბადების მოწმობიდან;

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტაციის მიღებას შეძლებთ საქართველოს იუსტიციის სახლში

გარდა ჩამოთვლილისა, კომერციულმა ბანკმა შესაძლოა მსესხებელს მოსთხოვოს სესხის განხილვისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია.


 10. მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია

 • შესაძენი/ასაშენებელი უძრავი ქონება სუბსიდირების მანძილზე უნდა იყოს იპოთეკით დატვირთული ბანკის სასარგებლოდ;

 • აღნიშნულ სესხებზე დაშვებული არ არის საშეღავათო პერიოდი/პროცენტის გადანაწილება;

 • პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია მშობლები სესხზე განაცხადის შევსების მომენტში იყვნენ სამოქალაქო ქორწინებაში (სესხის აღება შეუძლია მხოლოდ ერთ მშობელს ოჯახის სხვა წევრთან ერთად ბანკის სტანდარტის შესაბამისად);

 • ზემოთაღნიშნული თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებენ მსესხებლები, თუ უკვე ისარგებლეს 2020 წლის იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის პროგრამით.

მოითხოვე ზარი

მოითხოვე ზარი

თუ გაქვს კითხვები, დაგვიტოვე შენი ნომერი და მალევე დაგიკავშირდებით საქართველოში თუ საზღვარგარეთ.