ვის შეუძლია ისარგებლოს იპოთეკური სესხით?
ვინ იგულისხმება ფიზიკურ პირში?
- ფიზიკურ პირში იგულისხმება არამეწარმე და მეწარმე ფიზიკური პირი, ასევე ინდმეწარმე
რა ტიპის შემოსავალი უნდა მქონდეს?
- იპოთეკური სესხის ასაღებად მსესხებელს უნდა გააჩნდეს სტაბილური შემოსავალი
- შემოსავალი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ტიპის: ხელფასი, გამომუშავებით მიღებული შემოსავალი, იჯარა, შემოსავალი ბიზნესიდან, გზავნილები უცხოეთიდან
- შესაძლებელია შემოსავალი თვითან თვემდე იცვლებოდეს, ამ შემთხვევაში როგორც წესი საშუალო შემოსავალი გამოითვლება
- სესხის დასაფარად შესაძლებელია განხილულ იქნას ერთზე მეტი შემოსავალი. მაგალითად თუ ხელფასთან ერთად მსესხებელს გააჩნია საიჯარო შემოსავალი, სესხის დასაფარად გაითვალისწინება ორივე შემოსავალი
დასაშვებია თუ არა რამდენიმე ადამიანის შემოსავლის გათვალისწინებით სესხის აღება?
- თუ მსესხებლის შემოსავალი არ არის საკმარისი მოთხოვნილი თანხის მისაღებად, შესაძლებელია ოჯახის სხვა წევრების შემოსავლების გათვალისწინება
- ერთი სესხისთვის ჯამში ოჯახის 3 წევრის შემოსალის გათვალისწინებაა შესაძლებელი, შესაბამისად იპოთეკური სესხი შესაძლებელია გაიცეს 3 ფიზიკურ პირის თანამსესხებლობით
- სესხზე ყველა თანამსესხებელს აქვს ერთნაირი პასუხისმგებლობა
გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი:
2024 ყველა უფლება დაცულია
ქუქების პარამეტრები
კონფიდენციალურობა