მთავარი საჭირო ინფორმაცია რა არის იპოთეკური სესხი?

რა არის იპოთეკური სესხი?

cover image

რისთვის შეიძლება გამოვიყენო იპოთეკური სესხი?

  • იპოთეკური სესხით შესაძლებელია უძრავი ქონების (ბინის, აგარაკის, კომერციული ფართის, მიწის ნაკვეთის) შეძენა, რემონტი ან მშენებლობა,საცხოვრებლად ან შემდგომი გაქირავების მიზნით
  • თუ უკვე გაქვს იპოთეკური სესხი და გსურს მეორე იპოთეკური სესხის აღება, შესაძლებელია არსებული სესხების გაერთიანება და ერთი იპოთეკური სესხის აღება

რა ვალუტაში შემიძლია სესხის აღება?

  • სესხის აღება შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარში ან ევროში
  • საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით 200,000 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში სესხი აუცილებლად უნდა გაიცეს ლარში

რა ვადით შემიძლია სესხის აღება? 

  • იპოთეკური სესხი შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 20 წლით თუ სესხი გაიცემა ლარში, ან სესხი გაიცემა უცხოურ ვალუტაში და მსესხებლის შემოსავალი იგივე ვალუტაშია
  • იპოთეკური სესხის ვადა შეიძლება იყოს  მაქსიმუმ 15 წელი თუ სესხი უცხოურ ვალუტაშია და მსესხებლს შემოსავალი აქვს სესხისგან განსხვავებულ ვალუტაში

რა შეიძლება იყოს სესხის უზრუნველყოფა?

  • იპოთეკური სესხის აღებისას მოითხოვება უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინა, სახლი, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთი) იპოთეკით დატვირთვა
  • უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში იპოთეკით შესაძლებელია დაიტვირთოს შესაძენი უძრავი ქონება

 

გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი: