მთავარი შეთავაზებები მოედანი

კომპლექსი მოედანი

active-image
other-image
other-image
other-image
other-image
მოედანი

მოედანი

ნიკიფორე ირბახის ქუჩა, თბილისი

მშენებლობის ტიპი

მშენებარე

ფართები

47-375 კვ.მ

ჩაბარების კონდიცია

მწვანე კარკასი

დასრულების ვადა

დეკემბერი, 2022

ფასები (კვ)

1350-2000 $

 „მოედანი“ 1,4 ჰა ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და რაც მთავარია, 5100 მ2 საზოგადოებრივ სივრცეს. „მოედანი“ 4 საცხოვრებელ შენობას მოიცავს, პირველ სართულებზე სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისათვის მოეწყობა რესტორნები, ბარები, კაფეები და მაღაზიები. 80-ნომრიანი სასტუმროს სერვისებით ბინის მეპატრონეებსაც და მათ სტუმრებსაც შეეძლებათ სარგებლობა.

სასტუმროს ტიპის აპარტამენტების დაგეგმარება არასტანდარტულია, ზომა 40 კვადრატული მეტრიდან იწყება. არქიტექტურა მანსარდული ტიპისაა. აპარტამენტები ჭკვიანი საკეტით იქნება აღჭურვილი, რაც თქვენს ბინაში შესვლას გასაღების გარეშე უზრუნველყოფს. „მოედანზე“ თანამედროვე სტანდარტებითაა დაცული უსაფრთხოება - კომპლექსი აღჭურვილი იქნება უახლესი სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით. „მოედანის“ მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ კომფორტული ავტოსადგომითა და ფიტნესდარბაზით.

აპარტამენტი „მოედანზე“ გონივრული ინვესტიციაა. ეს ქალაქის მომავალი „ცხელი“ წერტილია, აქ დაიდებენ ბინას ყველაზე ტრენდული მაღაზიები და კვების ობიექტები, მუდამ ტურისტებით და ადგილობრივებით სავსე „მოედანი“ არაერთი ღონისძიების მასპინძელი იქნება. აპარტამენტის ფლობა და გაქირავება „მოედანში“ სულ უფრო და უფრო მომგებიანი გახდება.

მოითხოვე ზარი

საქართველო საქართველო
+995

პირისთვის ცნობილია, რომ დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი დამუშავდება ბანკის მიერ კომუნიკაციის მიზნით.

რეკომენდებული