
წერეთელი დელუქსი
წერეთლის გამზ. N50-52
პროექტის აღწერა
მშენებლობის სტატუსი:
მშენებარე
დასრულების ვადა:
ოქტომბერი, 2022
ჩაბარების კონდიცია:
თეთრი კარკასი
ფართები:
54-142 კვ.
ფასები (კვ):
850-1050 $
აღწერა:
Tsereteli Deluxe ბიზნეს კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მოიცავს: 2 დონიან დახურულ ავტოფარეხს, 4 კომერციულ და 19 საცხოვრებელ სართულს საუკეთესო გეგმარების ბინებით.
შენობის ბოლო 2 სართულზე განლაგდება პენტჰაუზები პანორამული ხედებით მთელს ქალაქზე. შენობის ფასადი მოპირკეთდება ბუნებრივი ტრავერტინითა და კომპოზიტური აკვა პანელებით. მშენებლობაში გამოიყენება პერლიტის ბლოკი, რომელიც მაღალი ხმის, თბო და ვიბრო იზოლაციას უზრუნველყოფს.
ასევე, დაგეგმილია ფასადის დამატებითი დათბუნება. შენობის ვიტრაჟული ნაწილი - შავი ფერის ორმაგი შემინვის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარაა. აივნები მოპირკეთდება ყინვაგამძლე ფილებით.
საცხოვრებელი კომპლექსი დამატებით მოიცავს: 400 კვ.მ რეკრეაციული დანიშნულების ვერანდას, ლაუნჯის ტიპის ღია კაფეს, ოლიმპიური სტანდარტების აუზსა და სატრენაჟორო დარბაზს.
მაცხოვრებლების კომფორტზე იზრუნებს კონსიერჟი, დაცვისა და დასუფთავების სამსახური.
პროექტი ასევე გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით - იმყოფება სავაჭრო ცენტრ „მეგალაინი“-ის მიმდებარედ, მეტრო წერეთლიდან 5 წუთის სავალზე.
პროექტის რენდერები და ნახაზები








მდებარეობა
მსგავსი პროექტები

TWIN HOUSE დიდი დიღომი
კომფორტ-კლასის საცხოვრებელი სახლი გემოვნებიანი ადამიანებითვის TWIN HOUSE
დიდი დიღომი, პეტრე იბერის ქ, # 7

ორთაჭალა ჰილსი
იცხოვრე კომფორტულად ორთაჭალა ჰილსის კომპლექსში
სულიკო თორთლაძის ქუჩა

პარკ ჰოუმ ვაკე
სრულფასოვანი ცხოვრებისთვის -„ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსი
ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარედ
Copyright - TBC JSC - All rights reserved