მთავარი შეთავაზებები მწვანე ქალაქი ლისზე

მწვანე ქალაქი ლისზე

active-image
other-image
other-image
other-image
other-image
მწვანე ქალაქი ლისზე

მწვანე ქალაქი ლისზე

ლისი, ტირიფების N2

მშენებლობის ტიპი

დასრულებული

ჩაბარების კონდიცია

მწვანე კარკასი

დასრულების ვადა

ივნისი, 2023

პროექტი მწვანე ქალაქი ლისზე გამოირჩევა თავისი 80/20 კონცეფციით , რაც გულისხმობს იმსა რომ 80 % გამოიყენება მწვანე საფარსა და რეკრეაციული ზონების მოსაწყობად ხოლო20% გამოიყენება მშენებლობისთვის . „ლისი გრინ თაუერი „არის ერთადერთი 11 სართულიანი შენობა რომელიც 32 აპარტამენტისაგან შედგება , ბინების ფართი 85 კვადრატული მეტრიდან იწყება და 200 კვადრატულ მეტრამდეა. კომპლექსი აგრეთვე მოიცავს სამ კომერციულ ფართს ბიზნესისათვის და მიწისქვეშა პარკინგს.

ყველა აპარტამენტს აქვს საკუთარი ტერასა საიდანაც მტკვრის ხეობის და ქალაქ თბილისის ხედი იშლება. 

 „ლისი გრინ თაუერის „ არქიტექტურაში ჭარბობს მინა, ეს ფაქტორი შენობას გამორჩეულ „სიმსუბუქეს“ სძენს, მშენებლობისას გამოყენებულია ბუნებრივი მასალები და ტერასების დაბურვის ავტომატური სისტემა - თითოეული ელემენტი კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ლიფტების ზონა და შემოსასვლელი დაკავშირებულია შიდა და გარე ვერანდებით, რომლებიც ვერტიკალურად არის გამწვანებული და წარმოადგენს მეზობლებს შორის საერთო სარგებლობის სივრცეს. ვერტიკალურ ბაღებში განათების რეგულირება, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, სეზონების მიხედვით განათდება შენობა .შენობა, შეიძლება ითქვას, „ვერტიკალური ვილების“ ერთგვარ ერთობლიობას წარმოადგენს - ვრცელი, მწვანე ტერასები სწორადაა ინტეგრირებული ბუნებრივ ლანდშაფტთან, საბოლოოდ კი ვიღებთ უნიკალურ, მაცხოვრებელზე მორგებულ შიდა და გარე სივრცეებს.

„ლისი გრინ თაუერის“კონცეფცია ტრადიციული და თნამედროვე არქიტექტურის ნარევია . 

„ლისი გრინ თაუერის“ პროექტირებას აკეთებს UN Studio რომელიც მრავალი წარმატებული პროექტის ავტორია. მათ შორისაა “Mercedes Benz Museum”გერმანიაში და ა.შ. UN Studio 25 წლის მანძილზე წარმატებით განახორციელა მრავალი პროექტი აზიაში , ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და ამ ხნის განმავლობაში დიდი პრაქტიკული ცოდნა და ღირებული გამოცდილება დააგროვა.


„GREEN TOWER“ სერვისები:

• აპარტამენტები დასრულებული რემონტით და ავეჯით

• კონსიეჟი

• პარკინგი

• სამრეცხაო

• საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზი

• მცენარეების მოვლა, მებაღეობა

• საჭირო ინფორმაციითა და ტექნიკური რჩევებით უზრუნველყოფა

• დღის განმავლობაში საზოგადოებრივ სივრცეებში დენის წყაროების კონტროლი

• წყალმომარაგების , წყალგაყვანილობის და სხვა სისტემების ტექნიკური ზედამხედველობა

• საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება 

• 24 საათიანი დაცვის სერვისი



მოითხოვე ზარი

საქართველო საქართველო
+995

პირისთვის ცნობილია, რომ დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი დამუშავდება ბანკის მიერ კომუნიკაციის მიზნით.

რეკომენდებული