რა მოცულობის სესხით სარგებლობა შემიძლია?

როგორ ანგარიშდება სესხის თანხა შემოსავლის მოცულობიდან გამომდინარე?

  • მსესხებლის შემოსავლის მოცულობიდან გამომდინარე ანგარიშდება სესხისთვის განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადი
  • სესხისთვის განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადიდან და სასურველი ვადიდან გამომდინარე განისაზღვრება სესხის მაქსიმალური მოცულობა
  • ლარში გაცემული სესხებისთვის ყოველთვიურად შესაძლებელია შემოსავლის 25%-60%-ის გადახდის დაგეგმვა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის კი 25%-40%-მდე
  • შესაბამისად თანაბარი შემოსავლის შემთხვევაში ლარში მეტი ოდენობის სესხის აღებაა შესაძლებელი
  • მაგალითად 3,000 ლარის ოდენობის შემოსავლის შემთვევაში ლარში შესაძლებელია გაიცეს დაახლოებით 300,000 ლარი, აშშ დოლარში კი დაახლოებით 80,000 აშშ დოლარი

როგორ ანგარიშდება სესხის მოცულობა უზრუნველყოფის ღირებულებიდან გამომდინარე?

  • უზრუნველყოფის ღირებულების მიმართ მოთხოვნა განსხვავებულია ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის
  • ლარში გაცემული სესხებისთვის სესხის თანხა უზრუნველყოფის მაქსიმუმ 85%-უნდა შეადგენდეს, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის კი 70%
  • მაგალითისთვის თუ სესხის უზრუნველყოფად ხდება საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა, რომლის საბაზრო ღირებულებაა 100,000 ლარი, ლარის სესხის შემთხვევაში, შესაძლებელია იქნება 85,000 ლარის აღება
  • სესხის ასაღებად შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონების დატვირთვა. უძრავი ქონება უნდა იყოს მსესხებელის ან მის ოჯახის წევრის საკუთრება (ოჯახის წევის საკუთრება არ უნდა იყოს მისი ერთადერთი საცხოვრისი)

 

გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი:

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Cookie თქვენი მოწყობილობის მონაცემების შეგროვებას გულისხმობს, რომლის საშუალებით თქვენზე მორგებულ სიახლეებს და სერვისებს გთავაზობთ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ - Cookie Policy. მონაცემების დასამუშავებლად მონიშნეთ ‘’ვეთანხმები’’, მეტი დეტალის გასაცნობად აარჩიეთ ‘’პარამეტრები’’