საპროცენტო განაკვეთი

რას გულისხმობს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი?

  • ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი უცვლელია სესხის დაფარვის სრული პერიოდის განმავლობაში და მისი დაფიქსირება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ხდება

რას გულისხმობს ცვლადი საპროცენტო განაკვეთი?

  • ამ შემთხვევაში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს
  • ცვლადი საპროცენტო განაკვეთი შედგება საბაზისო საპროცენტო განაკვეთისა და მომსახურე ბანკის მიერ დაწესებული ფიქსირებული დანამატისგან
  • უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის შემთხვევაში, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი მიბმულია ისეთ საერთაშორისო ნიშნულზე, როგორიცაა EURIBOR (ევროსთვის) ან LIBOR (აშშ დოლარისთვის), რომელიც პერიოდულად იცვლება (განაკვეთების სტატისტიკისთვის ეწვიე www.libor.com)
  • ლარში აღებული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია საქართველოს ბაკის რეფინანსირების განაკვეთზე (განაკვეთების სტატისტიკისთვის ეწვიე www. nbg.gov.ge)
  • მაგალითად თუ სესხის საპროცენო განაკვეთი განისაზღვრება: ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს + 2% (ბანკის ფიქსირებული დანამატი),   რეფინანსრების განაკვეთის ცვლილებასთან ერთად გაიზრდება ან შემცირდება სესხის საპროცენტო განაკვეთიც

რას გულისხმობს კომბინირებული საპროცენტო განაკვეთი?

  • საპროცენტო განაკვეთი სესხის გაცემიდან გარკვეული პერიოდით არის ფიქსირებული, ხოლო შემდეგ ცვლად განაკვეთიანი

როგორ გავარჩიო ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა?

  • იპოთეკური სესხის ხელშეკრულებაში ფიქსირდება ორი ტიპის საპროცენტო განაკვეთი ნომინალური და ეფექტური:
  • ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, მაგრამ არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნომინალურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს, ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით (როგორიცაა: სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის საკომისიო, ასევე, სესხის გატანის საკომისიო და ა.შ.)
  • შესაბამისად ბაზარზე არსებული სხვადასხვა შეთავაზებების შესადარებლად მართებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთების გამოყენება

 

გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი: