იპოთეკური სესხის ძირითადი ეტაპები

როგორ უნდა დავიწყო პროცესი?
- ეს მარტივია. იპოთეკური სესხის ასაღებად შეგიძლია ახლავე შეავსო განაცხადი ონლაინ, ან დარეკო ბანკში ან ესტუმრო ბანკის ნებისმიერ ფილიალს
- თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებ, შეგიძლია ჯერ დაიმტკიცო სესხი და შემდეგ მშვიდად ეძებო სასურველი ქონება
- განაცხადის შევსებისთვის დაახლოებით 25 წუთი დაგჭირდება
როგორ უნდა დადავასტურო შემოსავალი?
- თუ შემოსავალი ბანკში ირიცხება, შემოსავალი დადასტურება ავტომატურად არის შესაძლებელი
- სხვა შემთხვევაში შემოსავლის ტიპიდან გამომდინარე განსხვავდება შემოსავლის დადასტურების გზები, აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას განაცხადის შევსების დროს მიიღებ
- შემოსავლის ტიპის მიხედვით, დადასტურების პროცესი რამოდენიმე წამიდან 2 სამუშაო დღემდე შეიძლება გაგრძელდეს
როგორ ხდება უზრუნველყოფის შეფასება?
- უზრუნველყოფის ობიექტის შეფასება ხდება ბანკის წამომადგენლის მიერ
- ამისთვის წინასწარ შეგითანხმდებით ვიზიტის დროზე
- შეფასების პროცესი ძალიან სწრაფი და მარტივია და ქონებაზე ვიზიტის განხორციელებიდან მაქსიმუმ 1-2 სამუშაო დღეში სრულდება
რა დროა საჭირო სესხზე გადაწყვეტილების მისაღებად?
- მას შემდეგ რაც ზემოთ მოცემული ნაბიჯები შესრულდება ხდება სესხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
- სესხზე გადაწყვეტილება როგორც წესი დაახლოებით 1 საათში მიიღება
- მიღებულ გადაწყვეტილებას ოპერატიულად გაცნობებთ
რა პროცედურას უკავშირდება სესხის გაცემა?
- სესხის გასაცემად უნდა ეწვიო ბანკის ფილიალს
- ფილიალში ხდება ყველა საჭირო ხელშეკრულების გაფორმება და სესხის გაცემა
გაიგე შენი იპოთეკური სესხის ლიმიტი:
Copyright - TBC JSC - All rights reserved